1. ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნული ავიასაწარმო(ების)ს ტარიფები შეთანხმებული ხაზებისთვის განისაზღვრება გონივრულობის ფარგლებში, ყველა შესაბამისი ფაქტორის, მათ შორის, საექსპლუატაციო ხარჯების, ნორმალური მოგების, შეთანხმებული ხაზის მახასიათებლებისა და სხვა ავიასაწარმოების ტარიფების გათვალისწინებით, რომლებიც ახორციელებენ რეგულარულ რეისებს იმავე მარშრუტებზე მთლიანად ან გარკვეულ მონაკვეთებზე.
2. ამ მუხლის (1) პუნქტში მითითებული ტარიფები, შესაძლებლობის შემთხვევაში, განისაზღვრება ბაზარზე მიწოდებისა და მოთხოვნის ფაქტორის საფუძველზე.
3. ბაზარზე უთანასწორო კონკურენციის შედეგად რომელიმე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის სატარიფო დავის წარმოშობის შემთხვევაში, დავა უნდა გადაწყდეს ამ შეთანხმების 31-ე მუხლის (დავების გადაწყვეტა) დებულებების შესაბამისა