1. ნებისმიერ შეთანხმებულ ხაზებზე ტარიფები უნდა დაწესდეს დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს მიერ გონივრულობის ფარგლებში, ყველა შესაბამისი ფაქტორის გათვალისწინებით, საექსპლუატაციო ხარჯების, გონივრული მოგებისა და სხვა ავიასაწარმოების ტარიფების ჩათვლით.

2. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს არ მოეთხოვება პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილი ტარიფების წარდგენა მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებისათვის.

3. მიხედავად ზემოთქმულისა, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს ჩაერიოს, რათა:

a) თავიდან აიცილოს არაგონივრული, დისკრიმინაციული ფასები და პრაქტიკა;

b) დაიცვას მომხმარებლები გადაჭარბებული და შეზღუდული ფასებისაგან, რომელიც დომინანტი პოზიციის ბოროტად გამოყენების შედეგს წარმოადგენს და

c) დაიცვან ავიასაწარმოები ისეთი ფასებისაგან, რომლებიც მტაცებლური ან ხელოვნურად დაბალია.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული მიზნებისთვის, თხოვნის საფუძველზე, ერთმა მხარემ შეიძლება მოთხოვოს მეორე მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს ინფორმაციის მიწოდება ტარიფების განსაზღვრის შესახებ.

5. თუ ერთ ხელშემკვრელ მხარეს მიაჩნია, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს მიერ დაკისრებული ტარიფი შეუსაბამობაშია ამ მუხლის მე-3 მუხლით დადგენილ გარემოებებთან, იგი ატყობინებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ამ უკმაყოფილების შესახებ რაც შეიძლება მალე და ითხოვს კონსულტაციებს, რომელიც უნდა გაიმართოს მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღისა. თუ მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას იმ ტარიფებთან მიმართებით, რაზედაც გაიგზავნა უკმაყოფილების შესახებ შეტყობინება თითოეული ხელშემკვრელი მხარე მაქსიმალურად შეეცდება, რათა ეს შეთანხმება შევიდეს ძალაში. ამგვარი შეთანხმების არ არსებობის შემთხვევაში, წინა არსებული ტარიფი რჩება ძალა