1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას უფლება აქვს მოთხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის დაწყებამდე არაუგვიანეს 30 დღისა, განსახილველად და დასამტკიცებლად წარუდგინოს ფრენის განრიგი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მომსახურების ტიპის და სიხშირის, ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ტიპის და თითოულ მონაკვეთზე ფრენის დროის შესახებ. ანალოგიური ინფორმაცია უნდა იქნეს მიწოდებული IATA-ს (საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია)-ს ყოველ სანავიგაციო სეზონამდე 30 დღით ადრე და სხვა ნებისმიერ დროს, როდესაც ხორციელდება ცვლილებები შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციასთან მიმართებით.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო(ები) აწვდიან ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც საჭიროა მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლების დასარწმუნებლად, რომ წინამდებარე შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნები სათანადოდ არის დაცულ