1. იმ შემთხვევაში, თუ ამ შეთანხმების განმარტების ან გამოყენების თაობაზე ხელშემკვრელ მხარეებს შორის წამოიჭრება რაიმე სახის დავა, ხელშემკვრელი მხარები, უპირველეს ყოვლისა, შეეცდებიან მოაგვარონ იგი მოლაპარაკებების გზით.

2. თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ გადაჭრიან დავას მოლაპარაკების გზით, დავა, რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, განსახილველად გადაეცემა სამი (3) არბიტრისაგან შემდგარ ტრიბუნალს, რომელიც იქმნება შემდეგნაირად:

a) არბიტრაჟის შესახებ მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ასახელებს ერთ არბიტრს. ამ ორი არბიტრის დასახელებიდან 60 დღის განმავლობაში, ორი არბიტრი ურთიერთშეთანხმებით ნიშნავს მესამე არბიტრს, რომელიც თავმჯდომარეობს საარბიტრაჟო ტრიბუნალს;

b) თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე არ დაასახელებს არბიტრს ან მესამე არბიტრი არ არის დანიშნული ამ პუნქტის „a“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თითოეულ მხარეს შეუძლია თხოვნით მიმართოს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის საბჭოს დანიშნოს საჭირო არბიტრი ან არბიტრები 30 დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს თავმჯდომარე ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა, მაშინ დანიშვნას ახორციელებს ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ამ საფუძვლით არ არის ჩამოცილებული დანიშვნის განხორციელების უფლებამოსილებას. მესამე არბიტრი არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს არცერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე.

3. თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, საარბიტრაჟო ტრიბუნალი თავად განსაზღვრავს იურისდიქციის ფარგლებს წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად და განსაზღვრავს საპროცესო ნორმებს. მას შემდეგ რაც მოხდება მისი ფორმირება, ტრიბუნალს შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი ღონისძიებების გამოყენებას. ტრიბუნალის შეხედულებისამებრ ან რომელიმე ხელშემკვრელი მხარის თხოვნით, ტრიბუნალის სრულად ფორმირების დღიდან არაუგვიანეს 15 დღისა, იმართება კონფერენცია არბიტრაჟს დაქვემდებარებული ზუსტი საკითხებისა და სპეციფიკური, სავალდებულო პროცედურის განსაზღვრის მიზნით.

4. თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული ან იმ შემთხვევაში, თუ ტრიბუნალი სხვაგვარად არ გადაწყვეტს, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წარმოადგენს მემორანდუმს ტრიბუნალის სრულად ფორმირებიდან 45 დღის განმავლობაში. შესაგებელი წარდგენილი უნდა იქნას შემდგომ 60 დღის განმავლობაში. ტრიბუნალი, რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, ატარებს მოსმენას შესაგებლის წარდგენიდან 15 დღის განმავლობაში.

5. ტრიბუნალი წარმოადგენს წერილობით გადაწყვეტილებას განხილვების დასრულებიდან ან თუ განხილვა არ არის ჩატარებული ორივე მხარის მიერ პასუხის წარდგენის დღიდან 30 დღის განმავლობაში. ტრიბუნალის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებას ენიჭება უპიურატესი ძალა.

6. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს გადაწყვეტილების განმარტება გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის განმავლობაში, ხოლო განმარტება გაიცემა მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში.

7. შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში, თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა აღასრულოს საარბიტრაჟო ტრიბუნალის ნებისმიერ გადაწყვეტილება.

8. ხელშემკვრელი მხარეები თანაბრად ინაწილებენ საარბიტრაჟო ტრიბუნალის ხარჯებს, მათ შორის არბიტრების ჰონორარებსა და ხარჯებს. ნებისმიერი ხარჯი, რომელიც გაღებულია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის საბჭოს თავმჯდომარის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „b“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პროცედურასთან დაკავშირებით მიჩნეული იქნება საარბიტრაჟო ტრიბუნალის ხარჯა