1. ამ შეთანხმების შესრულებისას მხარეები მოქმედებენ კონვენციის დებულებების შესაბამისად, იმდენად, რამდენადაც ეს დებულებები გამოყენებადია საერთაშორისო საჰაერო მომსახურებაზე.
2. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ, ორივე ხელშემკვრელი მხარე ხდება ისეთი მრავალმხრივი შეთანხმების ხელშემკვრელი მხარე, რომელიც არეგულირებს წინამდებარე შეთანხმებით მოცულ საკითხებს, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების ჩატარება, რათა დადგინდეს, საჭიროა თუ არა მრავალმხრივი შეთანხმების გათვალისწინების მიზნით წინამდებარე შეთანხმების გადასინჯვ