1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია წერილობით მოითხოვოს კონსულტაციების ჩატარება წინამდებარე შეთანხმების განმარტების, გამოყენების, შესრულების ან ცვლილებების თაობაზე.
2. თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ, ასეთი კონსულტაციები უნდა დაიწყოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ მოთხოვნის მიღებიდან 60 დღის განმავლობაში. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც საკითხი ეხება მე-9 მუხლს (უსაფრთხოება) და მე-10 მუხლს (საავიაციო უშიშროება) დაცული უნდა იყოს მათში მითითებული გრაფიკებ