1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოებმა მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოებს უნდა წარუდგენონ ან დაავალებონ თავიანთ დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს წარუდგინონ სტატისტიკური მონაცემები ყოველი თვის განმავლობაში შეთანხმებული მომსახურებისთვის და იმ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და ტერიტორიიდან განხორციელებული გადაზიდვის შესახებ, სადაც ნაჩვენები იქნება ამ გადაზიდვის ჩატვირთვა და გადმოტვირთვა. ამგვარი სტატისტიკა უნდა გამზადდეს ყოველი თვის დასრულებიდან, რაც შეიძლება მალე, მაგრამ არაუგვიანეს 30 დღისა იმ თვიდან, რომელსაც ეხება.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოებმა მოთხოვნისამებრ უნდა წარუდგენონ ან დაავალებონ თავიანთ დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს წარუდგინონ მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოებს სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ეხება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და ტერიტორიიდან განხორციელებული გადაზიდვის ნამდვილ წარმოშობასა და მიმართულება