1. დადგენილ მარშრუტებზე შეთანხმებული მომსახურების განხორციელების მიზნით, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულმა ავიასაწარმომ (ავიასაწარმოებმა) შეიძლება დადონ კოოპერაციული მარკეტინგული გარიგებები, როგორიცაა ბლოკ-ადგილების, ზიარი კოდის გამოყენების ან სხვა ერთობლივი საწარმოო გარიგებები:
a) იგივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებთან; ან
b) მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებთან; ან
c) მესამე ქვეყნის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებთან.
2. ყველა მოქმედ ავიასაწარმო(ებ)ს, რომელიც წარმოადგენს კოოპერატიული მარკეტინგული გარიგებების მხარეს, ექნება უპირატესი სატრანსპორტო უფლებები, მათ შორის უფლებები მარშრუტზე, რათა დააკმაყოფილოს მოთხოვნები, რომლებიც ჩვეულებრივ ვრცელდება ამგვარ გარიგებებზე.
3. ყველა მარკეტინგულ ავიასაწარმო(ებ)ს, რომელიც წარმოადგენს კოოპერატიული გარიგების მხარეს, ექნება უპირატესი უფლებები მარშრუტზე და დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, რომლებიც ჩვეულებრივ ვრცელდება ამგვარ გარიგებებზე.
4. თითოეული მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს ექნება ზიარი კოდის გამოყენების ოპერაციებში ჩართულ საჰაერო ხომალდებს შორის გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელების უფლება, საჰაერო ხომალდის ნომრის, ზომისა და ტიპის მიხედვით შეუზღუდავად.
5. მოქმედ ავიასაწარმოსთან (ავიასაწარმოებთან) ერთად, თითოეული მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია მოსთხოვოს მარკეტინგში ჩართულ ავიასაწარმო(ებ)ს დასამტკიცებლად წარმოადგინოს ფრენის განრიგი და ასევე წარმოადგინოს ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, ვიდრე კოოპერატიული მარკეტინგული გარიგების შესაბამისად შეუდგებოდეს საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას.
6. ამგვარი გარიგებების შესაბამისად, მომსახურების რეალიზების დროს, გაყიდვის ადგილას, შესაბამისი ავიასაწარმო ან მისი წარმომადგენელი განუმარტავს მყიდველს, თუ რომელი ავიასაწარმო იქნება მოქმედი ავიასაწარმო მომსახურების თითოეულ სექტორზე და რომელ ავიასაწარმოსთან შედის მყიდველი სახელშეკრულებო ურთიერთობაში.
7. ამგვარი გარიგებების საფუძველზე შესრულებული საჰაერო მომსახურების მიერ განხორციელებული მთლიანი ტევადობა დაითვლება მხოლოდ იმ ხელშემკვრელი მხარის ნებადართული ტევადობასთან მიმართებით, რომელიც ნიშნავს მოქმედ ავიასაწარმო(ებ)ს. მარკეტინგული ავიასაწარმო(ებ)ის მიერ შეთავაზებული ტევადობა ამგვარ მომსახურებებზე არ დაითვლება იმ ხელშემკვრელი მხარის ნებადართული ტევადობასთან მიმართებით, რომელიც ნიშნავს ამ ავიასაწარმოს.
8. ზიარი კოდების გამოყენების მომსახურების უზრუნველყოფამდე, კოდების ერთობლივი გამოყენების პარტნიორები თანხმდებიან, თუ რომელი ხელშემკვრელი მხარე იქნება პასუხისმგებელი უსაფრთხოების, უშიშროების, გამარტივების, პასუხისმგებლობისა თუ მომხმარებელთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზ