1. კონკურენციის მარეგულირებელი კანონებისა და წესების შესაბამისად, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულმა ავიაგადამზიდველმა, ნებისმიერ სხვა ავიაგადამზიდველთან, განსაზღვრულ მარშრუტებზე შეთანხმებული მიმოსვლის განხორციელების მიზნით, შეიძლება გააფორმოს ურთიერთთანამშრომლობის მარკეტინგული შეთანხმებები, როგორიცაა ერთობლივი საწარმოს, ბლოკ ადგილებისა ან ზიარი კოდის შეთანხმებები იმის გათვალისწინებით, რომ:
(a) შეთანხმებით გათვალისწინებულ თითოეულ ფრენას ახორციელებს ავიაგადამზიდველი, რომელიც აღჭურვილია აღნიშნული ფრენის უფლებამოსილებით;
(b)     თითოეული ავიაბილეთის გაყიდვისას, მყიდველს, გაყიდვის პუნქტში, მიეწოდება ინფორმაცია, რომელი ავიაგადამზიდველი ახორციელებს საჰაერო მიმოსვლას თითოეულ მონაკვეთზე; და
(c) ზიარი კოდის შეთანხმების ძალაში შესვლამდე, იგი წარედგინება ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას დასამტკიცებლად;
(d)     ყველა ავიაკომპანიას, რომელიც არის ზიარი კოდის შეთანხმების მონაწილე, ექნება ამ მარშრუტის ექსპლოატაციის უფლებამოსილება.
2.  ეს მუხლი არ ითვალისწინებს წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული მიმოსვლის უფლებების გარდა, მიმოსვლის დამატებითი უფლების მინიჭებას, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან