1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებები უფლებამოსილნი არიან ნებისმიერ დროს მოითხოვონ კონსულტაცია მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დამტკიცებულ ფრენის უსაფრთხოების სტანდარტებზე საჰაერო ხომალდის ეკიპაჟთან, საჰაერო ხომალდთან ან მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში. ასეთი კონსულტაციები უნდა ჩატარდეს ამგვარი თხოვნის მიღებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.
2. თუ ამგვარი კონსულტაციების შედეგად, ერთი ხელშემკვრელი მხარე გამოავლენს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარე ეფექტურად არ ინარჩუნებს და არ წარმართავს უსაფრთხოების სტანდარტებს იმ ნებისმიერ სფეროში, რომელიც უთანაბრდება ამ დროისათვის კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს, პირველი ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელ მხარეს ატყობინებს ამ ვითარების შესახებ და იმ ზომებზე, რაც ამ მინიმალური სტანდარტების შესასრულებლად არის საჭირო, ხოლო მეორე ხელშემკვრელმა მხარემ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი გამოსასწორებელი ღონისძიების გატარება. თუ მეორე ხელშემკვრელი მხარე ვერ გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს თხუთმეტი (15) დღის ან შესაძლო მეტი ვადის განმავლობაში, ეს მდგომარეობა იქნება წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის გამოყენების საფუძველი.
3. მიუხედავად კონვენციის 33-ე მუხლში ჩამოყალიბებული ვალდებულებებისა, ორივე ხელშემკვრელი მხარე თანახმაა, რომ ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიაგადამზიდველის ნებისმიერი საჰაერო ხომალდი, რომელიც ახორციელებს მიმოსვლას მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ან ამ ტერიტორიიდან, ამ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ყოფნისას, ექვემდებარება მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ შემოწმებას ბორტზე და საჰაერო ხომალდის ირგვლივ, საჰაერო ხომალდის რეალური მდგომარეობისა და მისი მოწყობილობების შემოწმების მიზნით (ამ მუხლში მოხსენებულია, როგორც „ბაქანზე შემოწმება”), იმ პირობით, რომ ეს არ გამოიწვევს საჰაერო ხომალდის გაუმართლებელ დაყოვნებას. ამგვარი ბაქანზე შემოწმების მიზანია: საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის არსებობისა და მოქმედების ვადის, ეკიპაჟის შემადგენლობისა და კვალიფიკაციის, საექსპლუატაციო დოკუმენტაციის, კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად, საერთაშორისო სააერნაოსნო საშუალებების არსებობისა და მდგომარეობის, ისევე როგორც საჰაერო ხომალდისა და მისი აღჭურვილობის შემოწმება.
4. თუ ნებისმიერი ამგვარი ბაქანზე შემოწმება ან მთელი რიგი ამგვარი შემოწმებებისა გამოიწვევს:
a) სერიოზულ ეჭვს, რომ საჰაერო ხომალდი და მისი ექსპლუატაცია არ შეესაბამება კონვენციის მიერ იმ დროისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს; ან
b) სერიოზულ ეჭვს, რომ არსებობს ხარვეზები კონვენციის შესაბამისად იმ დროისათვის დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტურ წარმართვასა და შენარჩუნებაში,ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ახორციელებს შემოწმებას ჩიკაგოს კონვენციის 33-ე მუხლის განხორციელების მიზნით, შეუძლია დაასკვნას, რომ მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც გაიცა ან მოქმედებს საჰაერო ხომალდების და საჰაერო ხომალდების ეკიპაჟთა მოწმობები და ლიცენზიები და ასევე მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც საჰაერო ხომალდი არის ექსპლუატირებული, არ შეესაბამება ან არ აღემატება კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.
5. იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელი მხარის ავიაგადამზიდველის წარმომადგენლების მიერ უარყოფილი იქნება წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ბაქანზე შემოწმების უფლება, მეორე ხელშემკვრელმა მხარემ შესაძლოა გამოიტანოს წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნები.
6. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეაჩეროს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის ან ავიაგადამზიდველების საექსპლუატაციო უფლებამოსილება იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელშემკვრელი მხარე ბაქანზე შემოწმების, ან ბაქანზე მთელი რიგი შემოწმებების, კონსულტაციების ან სხვა შემთხვევების შედეგად დაასკვნის, რომ ავიაგადამზიდველის ექსპლუატაციის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია გადაუდებელი მოქმედება.
7. ერთი ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერი ქმედება წყდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველთან მიმართებაში ამ მუხლის მე-2 ან მე-6 პუნქტების შესაბამისად, როგორც კი აღარ იარსებებს ამ ქმედების საფუძველი.
8. როდესაც ბულგარეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლების მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის ნორმატიული კონტროლი ხორციელდება ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ, მეორე ხელშემკვრელ მხარეს, წინამდებარე მუხლის თანახმად, ევროკავშირის წევრი ამ სხვა სახელმწიფოსგან ეძლევა თანაბარი უფლება გამოიყენოს უსაფრთხოების სტანდარტები და აღნიშნული ავიაგადამზიდველის საექსპლუატაციო უფლებამოსილება
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში · რედაქცია 28.03.2011
მუხლი 11. საავიაციო უსაფრთხოება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. ტევადობა
- მუხლი 6. კოდის ერთობლივი გაზიარება/ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებები
- მუხლი 7. განრიგების დამტკიცება
- მუხლი 8. ტარიფები
- მუხლი 9. მოქმედი წესები და კანონები და
- მუხლი 10. საავიაციო შემთხვევების გამოძიება
- მუხლი 12. საავიაციო უშიშროება
- მუხლი 13. სახმელეთო მომსახურება
- მუხლი 14. მომხმარებლის გადასახდელები
- მუხლი 15. საბაჟო გადასახდელები და პროცედურები
- მუხლი 16. ავიაგადამზიდველის წარმომადგენლობა და გაყიდვები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში“, მუხლი 11, №0, 28.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016057 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1500545/muxli-11/