1. ხელშემკვრელი მხარე არ დაუწესებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიაგადამზიდველს და არ დაუშვებს დაუწესდეს მას იმაზე მაღალი მომხმარებლის გადასახდელი, რომელიც დაწესებულია ამავე საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განმახორციელებელი საკუთარ ავიაგადამზიდველზე.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ხელს შეუწყობს საკუთარი მომხმარებლის გადასახდელის დამწესებელ ხელისუფლებებსა და ამ მომსახურების გადასახდელების დამწესებელი ხელისუფლებების მომსახურებითა და საშუალებებით მოსარგებლე ავიაგადამზიდველებს ან ამ ავიაგადამზიდველების წარმომადგენელ ორგანიზაციებს შორის კონსულტაციების გამართვას მომხმარებლის გადასახდელებთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულ მომხმარებლებს, მომხმარებლის გადასახდელებში ნებისმიერი ცვლილების შესახებ გონივრული შეტყობინება უნდა გაეგზავნოს, რათა მათ მიეცეთ საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა ცვლილებების შეტანამდე. შემდგომში თითოეული ხელშემკვრელი მხარე ხელს შეუწყობს მომხმარებლის გადასახდელის დამწესებელ ხელისუფლებებსა და ზემოაღნიშნულ მომხმარებლებს შორის მომხმარებლის გადასახდელებთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის გაცვლას
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში · რედაქცია 28.03.2011
მუხლი 14. მომხმარებლის გადასახდელები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. ტარიფები
- მუხლი 9. მოქმედი წესები და კანონები და
- მუხლი 10. საავიაციო შემთხვევების გამოძიება
- მუხლი 11. საავიაციო უსაფრთხოება
- მუხლი 12. საავიაციო უშიშროება
- მუხლი 13. სახმელეთო მომსახურება
- მუხლი 15. საბაჟო გადასახდელები და პროცედურები
- მუხლი 16. ავიაგადამზიდველის წარმომადგენლობა და გაყიდვები
- მუხლი 17. თანხების გადარიცხვა
- მუხლი 18. სტატისტიკის მიწოდება
- მუხლი 19. კონსულტაციები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში“, მუხლი 14, №0, 28.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016057 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1500545/muxli-14/