1.  ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებები დროდადრო კონსულტაციას გაუწევენ ერთმანეთს იმ მიზნით, რომ უზრუნველყონ წიმნამდებარე შეთანხმების განხორციელება და დებულებებთან შესაბამისობა.
2.  ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებს შეუძლიათ მოითხოვონ კონსულტაციების გამართვა, დიალოგის ან წერილობითი მიმართვის საფუძველზე, რომელიც დაიწყება მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ორივე საავიაციო ხელისუფლება შეთანხმდება ვადის გახანგრძლივებაზე