1.  წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელი მხარეების მიერ დიპლომატიური არხების მეშვეობით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან, რომლითაც ისინი ადასტურებენ თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულებას.
2. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვლება „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მომსახურების შესახებ” 1995 წლის 19 იანვარს ხელმოწერილი შეთანხმება.
რის დასტურადაც, თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ უფლებამოსილებით აღჭურვილმა ქვემორე ხელისმომწერებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას.

შესრულებულია ქ. თბილისში, 2011 წლის 28 მარტს, ორ დედნად, თითოეული ბულგარულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე. მხარეთა მიერ, წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს
მთავრობის სახელით

ხელმოწერილია
ბულგარეთის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით

ხელმოწერილია

დანართი I
ფრენების განრიგები
განრიგი 1
საქართველოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის ან ავიაგადამზიდველების მიერ განხორციელებული მარშრუტები:

საქართველოდან

შუალედური პუნქტები

ბულგარეთში
საზღვრებს გარეთ მდებარე პუნქტები
ნებისმიერი პუნქტი
ნებისმიერი პუნქტი
ნებისმიერი პუნქტი
ნებისმიერი პუნქტი

შენიშვნა:
შუალედური და საზღვრებს გარეთ მდებარე პუნქტები შეიძლება გამოტოვებულ იქნეს ნებისმიერი რეისის შესრულებისას, იმ პირობით, რომ შეთანხმებული მომსახურება იწყება ან წყდება საქართველოს ტერიტორიაზე.

განრიგი 2
ბულგარეთის რესპუბლიკის მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის ან ავიაგადამზიდველების მიერ განხორციელებული მარშრუტები:

ბულგარეთიდან

შუალედური პუნქტები
საქართველოში
საზღვრებს გარეთ მდებარე პუნქტები
ნებისმიერი პუნქტი
ნებისმიერი პუნქტი
ნებისმიერი პუნქტი
ნებისმიერი პუნქტი

შენიშვნა:
შუალედური და საზღვრებს გარეთ მდებარე პუნქტები შეიძლება გამოტოვებულ იქნეს ნებისმიერი რეისის შესრულებისას, იმ პირობით, რომ შეთანხმებული მომსახურება იწყება ან წყდება ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

ჰაერის მეხუთე თავისუფლება
ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველების მიერ ჰაერის მეხუთე თავისუფლების განხორციელების უფლება წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებს შორის შეთანხმების საგანს.

საჰაერო სატვირთო გადაზიდვები
ორივე დელეგაციის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოები უფლებამოსილნი არიან ნებისმიერი ტიპის საჰაერო ხომალდით განახორციელონ ნებისმიერი ოდენობის საჰაერო სატვირთო გადაზიდვები საკუთარ ტერიტორიებს შორის.

დანართი II
ამ შეთანხმების 3 და 4 მუხლებში აღნიშნული სხვა ქვეყნები
1. ისლანდიის რესპუბლიკა (შეთანხმება ევროპის ეკონომიკური ზონის შესახებ);
2. ლიხტენშტაინის სამთავრო (შეთანხმება ევროპის ეკონომიკური ზონის შესახებ);
3. ნორვეგიის სამეფო (შეთანხმება ევროპის ეკონომიკური ზონის შესახებ);
4. შვეიცარიის კონფედერაცია (ევროგაერთიანებასა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის საჰაერო ტრანსპორტის შესახებ შეთანხმების თანახმად)