1. თუ ხელშემკვრელ მხარეებს შორის წამოიჭრება რაიმე დავა წინამდებარე შეთანხმების განმარტების ან გამოყენების თაობაზე, ხელშემკვრელი მხარეები, უპირველეს ყოვლისა, შეეცდებიან მოაგვარონ იგი მოლაპარაკებების გზით.
2. თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ მოაგვარებენ დავას მოლაპარაკების გზით, ისინი შესაძლოა შეთანხმდნენ მიმართონ ერთობლივად შეთანხმებულ პიროვნებას ან ორგანიზაციას, ან დავა რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში წარედგინება საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელიც შედგება სამი არბიტრისაგან და რომელიც იქმნება ყოველი ცალკეული შემთხვევისათვის შემდეგი წესით:
a) დიპლომატიური არხების მეშვეობით დავის საარბიტრაჟო განხილვის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს ერთ არბიტრს. მეორე არბიტრის დანიშვნიდან 60 დღის განმავლობაში ორი არბიტრის ურთიერთშეთანხმებით დაინიშნება მესამე არბიტრი, რომელიც იქნება მესამე სახელმწიფოს მოქალაქე და შეასრულებს საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას;
b) იმ შემთხვევში, თუ ზემოთ განსაზღვრულ ვადებში არ განხორციელდა რომელიმე დანიშვნა, ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიმართოს თხოვნით საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტს, რათა მან მოახდინოს საჭირო დანიშვნა 30 დღის განმავლობაში. თუ პრეზიდენტი რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა, დანიშვნას მოახდენს ის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც არ იქნება არც ერთი ხელშემკვრელი მხარის ქვეყნის მოქალაქე.
3. თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ, საარბიტრაჟო ორგანო თვითონ გადაწყვეტს თავისი იურისდიქციის ფარგლებს და დააწესებს საკუთარ პროცედურას. საარბიტრაჟო სასამართლოს განკარგულებით, ან რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით საარბიტრაჟო სასამართლოს სრული დაკომპლექტებიდან არა უგვიანეს 15 დღის განმავლობაში ჩატარდება სხდომა საარბიტრაჟო სასამართლოში განსახილველი საკითხებისა და შემდგომი კონკრეტული პროცედურების დასაზუსტებლად.
4. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად შეთანხმდნენ, ან თუ საარბიტრაჟო სასამართლომ არ დააწესა სხვაგვარად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წარადგენს მემორანდუმს საარბიტრაჟო სასამართლოს მთლიანი დაკომპლექტებიდან 45 დღის განმავლობაში. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს გაეცემა პასუხი მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ მემორანდუმის წარდგენიდან 60 დღის განმავლობაში. საარბიტრაჟო სასამართლო გამართავს საქმის მოსმენას რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით ან საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე, პასუხის გაცემის სათანადო თარიღიდან 15 დღის განმავლობაში.
5. საარბიტრაჟო სასამართლო ეცდება მიიღოს წერილობითი გადაწყვეტილება საქმის მოსმენის დასრულებიდან 30 დღის განმვლობაში ან, თუ საქმის მოსმენა არ შედგა, ორივე პასუხის წარდგენიდან 30 დღის შემდეგ. გადაწყვეტილება მიღებულ იქნება ხმათა უმრავლესობით.
6. ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ წარადგინონ მოთხოვნა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის განმავლობაში და ეს განმარტება მიცემული იქნება ამგვარი მოთხოვნიდან 15 დღის განმავლობაში.
7. საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება ხელშემკვრელი მხარეებისათვის სავალდებულოა.
8.    თითოეული ხელშემკვრელი მხარე დაფარავს მის მიერ დანიშნული არბიტრის ხარჯებს. საარბიტრაჟო სასამართლოს სხვა ხარჯები თანაბრად გაიყოფა ხელშემკვრელ მხარეთა შორის, მათ შორის, ნებისმიერი ხარჯი, რომელსაც გაწევს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტი ან ვიცე პრეზიდენტი ამ მუხლის (2)(ბ) პუნქტით დადგენილი პროცედურების განხორციელებისას.
9. თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე ვერ ასრულებს ამ მუხლის შესაბამისად მიღებულ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია დამრღვევ მხარეს ან დამრღვევ დანიშნულ ავიაგადამზიდველს შეუზღუდოს, შეუჩეროს ან გაუუქმოს წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად მის მიერ მინიჭებული ნებისმიერი უფლება ან პრივილეგია