1.  თუ მხარეებს შორის წამოიჭრება რაიმე დავა ამ შეთანხმების განმარტების ან გამოყენების თაობაზე, მხარეები, უპირველეს ყოვლისა, შეეცდებიან მოაგვარონ იგი მხარეთა სახელმწიფოების საავიაციო ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებების გზით.

2.  იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული საავიაციო ხელისუფლებები დავას ვერ მოაგვარებენ მოლაპარაკებების გზით, იგი უნდა მოგვარდეს დიპლომატიური არხების მეშვეობით.

3.    იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ნებისმიერ მხარეს, საკუთარი სათანადო კანონებისა და წესების შესაბამისად, დავის მოსაგვარებლად შეუძლია მიმართოს სამი არბიტრისაგან შემდგარ საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელთაგან თითო არბიტრი შერჩეული იქნება თითოეული მხარის მიერ, ხოლო მესამე არბიტრის კანდიდატურა, რომელიც იქნება სასამართლოს თავმჯდომარე, შეთანხმდება ხსენებული ორი არბიტრის მიერ, იმ პირობით, რომ იგი არ იქნება არცერთი მხარის სახელმწიფოს მოქალაქე და იქნება ისეთი სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც მისი დანიშვნის დროს დიპლომატიური ურთიერთობა ექნება ორივე მხარესთან.

თითოეულმა მხარემ საკუთარი არბიტრის კანდიდატურა უნდა წარადგინოს რეგისტრირებულ ელექტრონულ მისამართზე არბიტრაჟიდან დიპლომატიური არხების მეშვეობით შეტყობინების მიღების დღიდან სამოცი (60) დღის ვადაში. თავმჯდომარის არჩევა უნდა მოხდეს თითოეული მხარის მიერ არბიტრების შერჩევიდან სამოცი (60) დღის ვადაში.

იმ შემთხვევაში, თუ მხარე განსაზღვრულ პერიოდში ვერ დანიშნავს არბირტს ან შერჩეული არბიტრები ვერ შეთანხმდებიან თავმჯდომარის კანდიდატურაზე, თითოეულ მხარეს შეუძლია ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტს მიმართოს, შესაბამისად, თავმჯდომარის ან მხარის წარმომადგენელი არბიტრის დანიშვნის თხოვნით.

4.  ვიცე-პრეზიდენტმა ან ICAO-ს საბჭოს უფროსმა წევრმა, რომელიც არ იქნება არცერთი მხარის მოქალაქე და ამავე დროს, იქნება ისეთი სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც მისი დანიშვნის დროს დიპლომატიური ურთიერთობა ექნება ორივე მხარესთან, უნდა ჩაანაცვლოს ICAO-ს პრეზიდენტი არბიტრის მოვალეობის შესრულების მიზნით, როგორც ეს აღნიშნულია ამ მუხლის მე-3 პუნქტში, ამ უკანასკნელის არყოფნის ან არაკომპეტენტურობის შემთხვევაში.

5. საარბიტრაჟო სასამართლომ უნდა განსაზღვროს საკუთარი პროცედურები და საარბიტრაჟო სასამართლოს გამართვის ადგილი, მხარეთა შორის შეთანხმებული დებულებების საფუძველზე.

6.  საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება დავასთან დაკავშირებით საბოლოოა და სავალდებულოა მხარეთათვის.

7.  იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი მხარე ან ნებისმიერი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო ვერ შეასრულებს ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებას, მეორე მხარეს უფლება აქვს შეუზღუდოს, შეუჩეროს ან გაუუქმოს მხარეს ამ შეთანხმების შესაბამისად მინიჭებული ნებისმიერი უფლება ან უპირატესობა.

8.   თითოეულმა მხარემ საკუთარ თავზე უნდა აიღოს მისი არბიტრის ხარჯების დაფარვა. თავმჯდომარის ხარჯები, მისი გადასახადების ჩათვლით და ICAO-ს მიერ, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თავმჯდომარის და/ან მხარის არბიტრის დანიშვნასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ხარჯი თანაბრად გაიყოფა მხარეთა შორის.

9. საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ სადავო საკითხის განხილვისათვის მიღებამდე და მის მიერ საკუთარი გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე, შეთანხმების გაუქმების შემთხვევის გარდა, მხარეებმა უნდა გააგრძელონ ამ შეთანხმების შესაბამისად აღებული ყველა ვალდებულების შესრულება ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად მიღებული საბოლოო დადგენილებისათვის ზიანის მიყენების გარეშ