თითოეულ მხარეს, ნებისმიერ დროს, შეუძლია დიპლომატიური არხების მეშვეობით გაუგზავნოს შეტყობინება მეორე მხარეს ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული შეტყობინება იმავდროულად გაეგზავნება ICAO-ს. ეს შეთანხმება მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიმღები მხარის ადგილობრივი დროით შუაღამისას, მეორე მხარის მიერ შეტყობინების გაგზავნიდან ზუსტად 1 წლის გასვლის შემდეგ, თუ ამ ვადის გასვლამდე არ განხორციელდა შეტყობინების უკან გამოთხოვა. ერთ-ერთი მხარის მიერ შეტყობინების მიღების ფაქტის უარყოფის შემთხვევაში, შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება ICAO-ს მიერ ასეთი შეტყობინების მიღებიდან თოთხმეტი (14) დღის შემდე