1. ეს შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ  დიპლომატიური არხების მეშვეობით ბოლო ნოტის მიღების თარიღიდან 30 დღის შემდეგ, რომლებითაც ისინი ადასტურებენ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ყველა შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის დასრულებას.

2.  ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვლება 1995 წლის 19 ივნისის ,,შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის დარგში”.

რის დასტურადაც, თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ უფლებამოსილებით აღჭურვილმა ქვემორე ხელის მომწერებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას.

შესრულებულია ქ. იერუსალიმში, 2012 წლის 6 აგვისტოს, რაც შეესაბამება 5772 წლის 6 აგვისტოს, ქართულ, ებრაულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ტექსტების განსხვავებული განმარტების ან გამოყენებისას უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს

მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

ისრაელის სახელმწიფოს

მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

დანართი A

მარშრუტების განაწესი

1. ამ დანართის შესაბამისად, თითოეული მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ განახორციელონ საჰაერო მიმოსვლა პუნქტებს შორის შემდეგ მარშრუტებზე:

A.  მარშრუტები, რომელთა ექსპლუატაციაც უნდა განახორციელოს საქართველოს მიერ დანიშნულმა ავიასაწარმომ ან ავიასაწარმოებმა:

ნებისმიერი პუნქტიდან საქართველოში, შუალედური პუნქტის გავლით, ისრაელში ნებისმიერი პუნქტის მიმართულებით ან ნებისმიერი პუნქტის მიმართულებით მათ საზღვრებს გარეთ.

B. მარშრუტები, რომელთა ექსპლუატაციაც უნდა განახორციელოს ისრაელის მიერ დანიშნულმა ავიასაწარმომ ან ავიასაწარმოებმა:

ნებისმიერი პუნქტიდან ისრაელში, შუალედური პუნქტის გავლით, საქართველოში ნებისმიერი პუნქტის მიმართულებით ან ნებისმიერი პუნქტის მიმართულებით მათ საზღვრებს გარეთ.

2. ნებისმიერი ან ყველა ფრენის დროს, მხარეთა მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ გამოტოვონ ნებისმიერი შუალედური ან საზღვრებს გარეთ მდებარე პუნქტი, იმ პირობით, რომ ყველა მომსახურება იწყება ან მთავრდება ამ ავიასაწარმოს დამნიშვნელი მხარის ტერიტორიაზე.

3.  მეხუთე ჰაერისა და სტოპ-ოვერის უფლების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმებულია შესაბამისი შეთანხმებ