1. თითოეული მხარის მიერ დანიშნულმა ავიასაწარმომ, შეთანხმებული მომსახურების განხორციელებამდე ოცდაათი (30) დღით ადრე, მეორე მხარის საავიაციო ხელისუფლებებს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს სავარაუდო ფრენის განრიგები. მსგავსი პროცედურა გამოიყენება ნებისმიერი შესაბამისი ცვლილების შემთხვევაშიც.
2. ერთ-ერთი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს სურვილის შემთხვევაში, განახორციელოს შეთანხმებულ მომსახურებაზე დამტკიცებულ განრიგზე დამატებითი ფრენები, ამ ავიასაწარმომ შესაბამისი ნებართვის მისაღებად უნდა მიმართოს მეორე მხარის საავიაციო ხელისუფლებებს. ჩვეულებრივ, ასეთი მოთხოვნა უნდა გაკეთდეს მსგავსი ფრენების განხორციელების დაწყებამდე სულ მცირე თხუთმეტი (15) დღით ადრ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ““, მუხლი 21, №31/21, 06.08.2012, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016196 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.08.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1967050/muxli-21/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია