1. მხარეებმა უნდა აცნობონ ერთმანეთს კონკურენციასთან დაკავშირებული საკუთარი კანონების, პოლიტიკისა და პრაქტიკის ან შესაბამისი ცვლილებების შესახებ და იმ ნებისმიერი ცალკეული მიზნების შესახებ, რომლებმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული საჰაერო მიმოსვლის მომსახურების განხორციელებაზე და უნდა წარმოადგინონ ის ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მათ განხორციელებაზე.

2.    იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეები თვლიან, რომ არსებობს შეუსაბამობა კონკურენციასთან დაკავშირებული მათი კანონების, პოლიტიკისა და პრაქტიკის გამოყენებასა და ამ შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს შორის, მხარეებმა ერთმანეთს უნდა აცნობონ აღნიშნულის შესახებ.

3.  ნებისმიერი სხვა საპირისპირო დებულების მიუხედავად, ეს შეთანხმება (i) არ მოსთხოვს მხარეებს ან არ შეუწყობს ხელს მათ შორის ისეთი შეთანხმების გაფორმებას, მათი ასოციაციების მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას ან ისეთი შეთანხმებული პოლიტიკის გატარებას, რაც შეზღუდავს კონკურენციას; (ii) არ გააძლიერებს ნებისმიერი მსგავსი შეთანხმების, გადაწყვეტილების ან შეთანხმებული პოლიტიკის შედეგებს; ან (iii) არ დაუშვებს კერძო ეკონომიკური ოპერატორებისათვის პასუხისმგებლობის გადაცემას ისეთი ღონისძიებების გატარებაზე, რომლებიც ზღუდავს კონკურენციას ან ხელს უშლის მის განვითარება