1. თითოეული მხარე მეორე მხარის ავიასაწარმოებს მიანიჭებს საკუთარ ტერიტორიაზე საერთაშორისო საჰაერო მომსახურების პირდაპირ, აგენტების ან ავიასაწარმოს მიერ შერჩეული სხვა შუამავლების მეშვეობით გაყიდვის უფლებას, ისევე როგორც ონლაინ და ოფლაინ ოფისების დაფუძნების უფლებას.
2. თითოეულ ავიასაწარმოს უფლება აქვს მოახდინოს გადაყვანა-გადაზიდვის გაყიდვა შესაბამის ტერიტორიაზე არსებულ ვალუტაში ან, ამ ტერიტორიაზე მოქმედი კანონებისა და წესების შესაბამისად, სხვა ქვეყნების თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, ხოლო ნებისმიერ პირს უნდა ჰქონდეს ასეთი გადაყვანა-გადაზიდვის ყიდვის უფლება ავიასაწარმოსათვის მისაღებ ვალუტაში.
3. ერთ-ერთი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს, ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, უნდა ჰქონდეთ მეორე მხარის ტერიტორიაზე თავიანთი წარმომადგენლების და შეთანხმებული მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებით საჭირო კომერციული, ოპერაციული და ტექნიკური პერსონალის შეყვანისა და დასაქმების უფლება.
4. ერთ-ერთი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების არჩევანის შესაბამისად, ასეთი პერსონალის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს საკუთარი პერსონალის მიერ ან ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის, კომპანიის ან მეორე მხარის ტერიტორიაზე მოქმედი ავიასაწარმოს მიერ, რომელიც უფლებამოსილია სხვა ავიასაწარმოებისათვის მსგავსი მომსახურების გაწევაზე.
5. წარმომადგენლები და პერსონალი უნდა ექვემდებარებოდნენ მეორე მხარის მოქმედ კანონებსა და წესებს და შესაბამისობაში იყოს ასეთ კანონებსა და წესებთან:
a) თითოელმა მხარემ, უნდა უზრუნველყოს დასაქმების საჭირო უფლების, სტუმრის ვიზისა და სხვა ამდაგვარი დოკუმენტების გაცემა ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ წარმომადგენლებსა და პერსონალზე, ნაცვალგების პრინციპითა და მინიმალური შეფერხებით; და
b) მხარეები გაამარტივებენ დასაქმების უფლების მისაღებ მოთხოვნებს ისეთი კონკრეტული დროებითი სამუშაოების შემსრულებელი პერსონალისათვის, რომელთა შესრულების ვადა არ აღემატება ოთხმოცდაათ (90) დღე