1. თითოეული მხარე აკრძალავს ან მიუთითებს საკუთარ ავიასაწარმოს, რომ მან აკრძალოს მოწევა მხარეთა ტერიტორიებს შორის საკუთარი ავიასაწარმოს მიერ მგზავრების გადაყვანისათვის განკუთვნილ ყველა ფრენაზე. ეს აკრძალვა ეხება ყველა ადგილს საჰაერო ხომალდზე და ძალაშია საჰაერო ხომალდის მიერ მგზავრთა ჩასხდომის გამოცხადებიდან იმ დრომდე, სანამ დამთავრდება მგზავრთა ჩამოსხმა.

2.  თითოეულმა მხარემ უნდა გაატაროს ყველა აუცილებელი ღონისძიება, რომელსაც იგი თვლის საჭიროდ, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მისი ავიასაწარმოების, მათი მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების მიერ ამ მუხლის დებულებათა დაცვა, რაც მოიცავს შეუსაბამობისა და დარღვევებისათვის შესაბამისი ჯარიმების დაწესებასა