1. მხარეთა მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს შეუძლიათ მიმოსვლა განახორციელონ ან გაწიონ მომსახურება ერთობლივი გაზიარებით, ბლოკ ადგილებით და სხვა კომერციული საშუალებებით:
i) ნებისმიერი მხარის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან ერთად; და
ii) მესამე ქვეყნის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან ერთად, იმ პირობით, რომ ეს მესამე ქვეყანა იძლევა საკუთარი ქვეყნიდან ან მისი მიმართულებით ფრენების განხორციელების შესახებ მეორე მხარის ავიასაწარმოებსა და მესამე ქვეყნის ავიასაწარმოებს შორის მსგავსი შეთანხმებების გაფორმების უფლებას;
iii) თითოეულ გაყიდულ ბილეთთან დაკავშირებით, გაყიდვის პუნქტში მყიდველი ინფორმირებული იქნება, რომელი ავიასაწარმო შეასრულებს ფრენას მომსახურების თითოეულ მონაკვეთზე.
2. ყველა ავიასაწარმოს, რომელიც გააფორმებს მსგავს შეთანხმებებს, უნდა გააჩნდეს ფრენის შესაბამისი უფლება და უნდა აკმაყოფილებდეს, ჩვეულებრივ, ასეთ შეთანხმებებთან დაკავშირებულ მოთხოვნებ