1. ერთი მხარის ავიაგადამზიდველის მიერ საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვებში ჩართული საჰაერო ხომალდის ფუნქციონირებიდან მიღებული მოგება და შემოსავალი, მათ შორის ავიაგადამზიდველებს შორის კომერციული ხელშეკრულებების ან ერთობლივი საწარმოების მონაწილეობით, მეორე მხარის მთავრობის მიერ განთავისუფლებული იქნება მოგების ან შემოსავლის ნებისმიერი გადასახადისაგან.
2. ერთი მხარის ავიაგადამზიდველის საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვებში ჩართული საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან და/ან ფუნქციონირებასთან დაკავშირებული კაპიტალი და აქტივები მეორე მხარის მთავრობის მიერ გათავისუფლებული იქნება კაპიტალის და ქონების ნებისმიერი გადასახადისაგან.
3. ერთი მხარის ავიაგადამზიდველის მიერ საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვებში ჩართული საჰაერო ხომალდის განკარგვით მიღებული მოგება და ამ საჰაერო ხომალდის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საბრუნავი საშუალებები, მეორე მხარის მთავრობის მიერ გათავისუფლებული იქნება მოგების ნებისმიერი გადასახადისაგან.
4. მხარეთა შორის ორმაგი დაბეგვრის შესახებ სპეციალური შეთანხმების არსებობისას, უპირატესობა მიენიჭება ამ უკანასკნელის დებულებებ