1.  ერთი მხარის მიერ გაცემული ან ვარგისად აღიარებული და ჯერ კიდევ ძალაში მყოფი ფრენის ვარგისიანობის, კვალიფიკაციის დამადასტურებელი და  სხვა მოწმობები, შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით, მეორე მხარის მიერ იქნება აღიარებული როგორც ვარგისი, იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი ცნობების და სერტიფიკატების გაცემისა და ვარგისად აღიარების მოთხოვნები შეესაბამება მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც დაწესებულია კონვენციის შესაბამისად.

2.   იმ შემთხვევაში, თუ პირველი პუნქტით განსაზღვრული იმ მოწმობებისა და სერტიფიკატების უპირატესობები და პირობები, რომლებიც გაცემულია ერთ-ერთი მხარის საავიაციო ხელისუფლების მიერ ნებისმიერ პირზე ან დანიშნულ ავიასაწარმოზე ან შეთანხმებული მიმოსვლის განმახორციელებელ საჰაერო ხომალდზე, უნდა არსებობდეს კონვენციის შესაბამისად დადგენილი მინიმალური სტანდარტებისაგან განსხვავების უფლება და ამგვარი განსხვავებები უნდა წარედგინოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO). მეორე მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა საავიაციო ხელისუფლებებს შორის, ამ პრაქტიკასთან დაკავშირებული საკითხების გარკვევის მიზნით.

3.  თითოეული მხარე საკუთარ ტერიტორიაზე გადაფრენისას და მის ტერიტორიაზე დაფრენისას უფლებას იტოვებს უარი თქვას კვალიფიკაციისა და იმ სხვა მოწმობების ნამდვილობაზე, რომლებიც გაცემულია მეორე მხარის მიერ ამ მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებზ