1. ამ შეთანხმებაზე A დანართის სახით თანდართული ფრენების განრიგით განსაზღვრული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით, თითოეული მხარე მეორე მხარეს ანიჭებს ამ შეთანხმებით განსაზღვრულ უფლებებს:
2. ამ შეთანხმების დებულებათა შესაბამისად, თითოეული მხარის დანიშნული ავიასაწარმო (ავიასაწარმოები) უნდა სარგებლობდეს შემდეგი უფლებებით:
a) განახორციელოს გადაფრენა მეორე მხარის ტერიტორიაზე დაფრენის გარეშე;
b) განახორციელოს დაფრენა მეორე მხარის ტერიტორიაზე არაკომერციული მიზნებით;
c) განახორციელოს დაფრენა პუნქტში (პუნქტებში) ამ შეთანხმებაზე A დანართის სახით თანდართულ მარშრუტების განრიგში მითითებულ მარშრუტზე (მარშრუტებზე) საერთაშორისო მიმოსვლისას მგზავრების ჩასხმა-გადმოსხმის, ისევე როგორც ბარგის, ტვირთისა და ფოსტის ცალ-ცალკე ჩატვირთვა-გადმოტვირთვისათვის.
3. თითოეული მხარის ავიასაწარმო, იმ ავიასაწარმოების გარდა, რომლებიც დანიშნულნი არიან ამ შეთანხმების მე-3 მუხლის (დანიშვნა და უფლებამოსილების მინიჭება) შესაბამისად, ასევე უნდა სარგებლობდნენ ამ მუხლის 2 a) და b) პუნქტებით განსაზღვრული უფლებებით.
4. მე-2 მუხლი არცერთი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს (ავიასაწარმოებს) არ ანიჭებს უფლებას მეორე მხარის ტერიტორიაზე გასამრჯელოს საფასურად ან ქირით ბორტზე აიყვანოს მგზავრები, აიტანოს ტვირთი ფოსტის ჩათვლით, მეორე მხარის ტერიტორიაზე მდებარე სხვა პუნქტში გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით.
5. თუ შეიარაღებული კონფლიქტების, პოლიტიკური არეულობის ან პროცესების ან განსაკუთრებული და უჩვეულო გარემოებების გამო, ერთ-ერთი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს არ ძალუძს ჩვეულებრივი მარშრუტით განახორციელოს ხაზის ექსპლუატაცია, მეორე მხარე მაქსიმალურად ეცდება ხელი შეუწყოს ხაზის განუწყვეტლივ ექსპლუატაციას და ამ მიზნით მოახდენს მარშრუტების შესაბამის დროებით რეორგანიზაცია