1. ერთ-ერთი მხარის კანონები და წესები, რომლებიც ეხება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაში ჩართული საჰაერო ხომალდის მიერ მის ტერიტორიაზე შესვლას და მისი ტერიტორიის დატოვებას ან ასეთი საჰაერო ხომალდის საქმიანობასა და ნავიგაციას მის ტერიტორიაზე ყოფნისას, გამოყენებული უნდა იქნეს მეორე მხარის ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის მიმართ.
2. ერთ-ერთი მხარის კანონები და წესები, რომლებიც ეხება მგზავრების, ეკიპაჟისა და ტვირთის, ფოსტის ჩათვლით მის ტერიტორიაზე შესვლას, დარჩენას და მისი ტერიტორიიდან გამგზავრებას, როგორიცაა ემიგრაციასთან, საბაჟოსთან, ვალუტასთან, ჯანმრთელობასთან და კარანტინთან დაკავშირებული კანონები და წესები, გამოყენებული უნდა იქნეს მეორე მხარის ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის მიერ გადაყვანილი მგზავრებისა და ეკიპაჟის, ტვირთისა და ფოსტის მიმართ, მათი ხსენებულ ტერიტორიაზე ყოფნისას.
3. საემიგრაციო, საბაჟო, საკარანტინო და მსგავსი წესების გამოყენებისას, არცერთი მხარე არ მიანიჭებს უპირატესობას საკუთარ ან ნებისმიერ სხვა ავიასაწარმოს მეორე მხარის იმ ავიასაწარმოსთან მიმართებაში, რომელიც ჩაბმულია მსგავს საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვებშ