თითოეული მხარის საავიაციო ხელისუფლებას უფლება აქვს მეორე მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს შეუჩეროს ამ შეთანხმების მე-3 მუხლით (დანიშვნა და უფლებამოსილების მინიჭება) განსაზღვრული უფლებამოსილება და გააუქმოს, შეუჩეროს ან დააწესოს პირობები ასეთ უფლებამოსილებებზე დროებით ან მუდმივად:
a) ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ეს მხარე არ არის დარწმუნებული, რომ დანიშნულ ავიასაწარმოს უპირატესი მფლობელობა არ გააჩნია და მასზე ეფექტური კონტროლი არ ხორციელდება ამ ავიასაწარმოს დამნიშვნელი მხარის, მისი მოქალაქეების ან მათ მიერ ერთობლივად; ან
b) იმ შემთხვევაში, თუ ავიასაწარმოს დამნიშვნელი მხარე ვერ აკმაყოფილებს ამ შეთანხმების მე-8 (უსაფრთხოება) და მე-9 (საავიაციო უშიშროება) მუხლების პირობებს; და
c) იმ შემთხვევაში, თუ ავიასაწარმოს არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კანონებითა და წესებით განსაზღვრული ის სხვა პირობები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისას დანიშვნის მიმღებ მხარეშ