1. საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების საფუძველზე მინიჭებული უფლებებისა და ნაკისრი ვალდებულებების თანახმად, მხარეები ადასტურებენ, რომ მათი ურთიერთვალდებულებები უზრუნველყონ სამოქალაქო ავიაციის უშიშროება უკანონო ხელყოფის ქმედებების შემთხვევაში, წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების ზოგადი გამოყენების შეუზღუდავად მხარეები იხელმძღვანელებენ შემდეგი კონვენციების დებულებებით, კერძოდ: ქ. ტოკიოში 1963 წლის 14 სექტემბრის ხელმოწერილი კონვენცია “საჰაერო ხომალდში ჩადენილ დანაშაულებათა და ზოგიერთ სხვა მოქმედებათა შესახებ”; 1970 წლის 16 დეკემბერს ქ. ჰააგაში ხელმოწერილი კონვენცია „საჰაერო ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ”; 1971 წლის 23 სექტემბერს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენცია „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ”; 1988 წლის 24 თებერვალს მონრეალში ხელმოწერილი ოქმი „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ”; ისევე როგორც სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი კონვენცია და ოქმი, რომელსაც მიერთებულია ორივე მხარის სახელმწიფო.
2. მოთხოვნის საფუძველზე, მხარეები ყოველგვარ საჭირო დახმარებას აღმოუჩენენ ერთმანეთს, რათა თავიდან აიცილონ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება და ამ საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრების, ეკიპაჟის, აეროპოერტებისა და სააერნაოსნო საშუალებების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო ქმედებები და მათი განხორციელების ნებისმიერი სხვა მუქარა, რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას.
3. მხარეები ორმხრივი ურთიერთობებისას იმოქმედებენ საავიაციო უშიშროების სტანდარტების შესაბამისად და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ დაწესებული და კონვენციის დამატებებად წოდებული რეკომენდირებული პრაქტიკის შესაბამისად, იმდენად, რამდენადაც ისინი მათ მიერ გამოიყენება; მოსთხოვენ მათ რეგისტრაციის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს, ექსპლუატანტებს, რომელთა საქმიანობის ძირითადი ადგილი ან მუდმივი ადგილსამყოფელი არის მათ სახელმწიფო ტერიტორიაზე და მათ ტერიტორიაზე არსებული აეროპორტების ექსპლუატანტებს, რათა იმოქმედონ სამოქალაქო ავიაციის უშიშროების ამ დებულებათა შესაბამისად. თითოეული მხარე აცნობებს მეორე მხარეს ნებისმიერი განსხვავების შესახებ საკუთარ წესებსა და პრაქტიკასა და კონვენციის დანართში მოცემულ საავიაციო უშიშროების სტანდარტებს შორის. თითოეულ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მეორე მხარესთან დაუყოვნებლივი კონსულტაციების გამართვა, ამგვარი განსხვავებების განხილვის მიზნით.
4. მხარეები თანხმდებიან, რომ საჰაერო ხომალდის ოპერატორებს, ზემოაღნიშნული მე-3 პუნქტის შესაბამისად ერთ-ერთმა მხარემ შეიძლება მოსთხოვოს საავიაციო უშიშროების იმ დებულებებისა და მოთხოვნების შესრულება, რომლებსაც ეს უკანასკნელი ითვალისწინებს საკუთარ ტერიტორიაზე შესვლის, გამოსვლის, ან მისი ტერიტორიის ფარგლებში ყოფნისათვის. თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს საკუთარ ტერიტორიაზე ადეკვატური ზომების ეფექტურად გამოყენება, რათა დაიცვას საჰაერო ხომალდი, შეამოწმოს მგზავრები, ეკიპაჟი, ხელბარგი, ბარგი, ტვირთი და საჰაერო ხომალდის მარაგი ჩასხდომა-ჩატვირთვამდე და მის დროს. თითოეული მხარე დადებითად შეხვდება მეორე მხარის თხოვნას უშიშროების გონივრულ, სპეციალურ ღონისძიებათა გატარების თაობაზე კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით.
5. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების ან მისი უკანონოდ ხელში ჩაგდების მუქარის არსებობისას, ან ასეთი საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტებისა და სააერნაოსნო საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო ქმედებების დროს, მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კომუნიკაციებისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გამარტივებით, რომლებიც მიმართულია ამ ინციდენტის ან მუქარის რაც შეიძლება სწრაფად და უსაფთხოდ აღკვეთისაკენ.
6. თითოეული მხარის საავიაციო ხელისუფლებას უფლება აქვს, შეტყობინების მიღებიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, მეორე მხარის ტერიტორიაზე განახორციელოს, საჰაერო ხომალდის ოპერატორთა მიერ პირველი მხარის ტერიტორიიდან ან ტერიტორიის მიმართულებით შესრულებულ ფრენებთან დაკავშირებით გატარებული ან გასატარებლად დაგეგმილი უშიშროების ღონისძიებების შეფასება. ამგვარ შეფასებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ღონისძიებები უნდა შეთანხმდეს საავიაციო ხელისუფლებებს შორის და განხორციელდეს გადაუდებლად, იმგვარად რომ უზრუნველყოფილი იყოს შეფასების ოპერატიულად ჩატარება. ყველა შეფასება უნდა განხორციელდეს კონფიდენციალური შეთანხმების საფუძველზე.
7. როდესაც ერთ-ერთ მხარეს აქვს იმის საფუძველი, რომ მეორე მხარე არ ასრულებს ამ მუხლში მოცემულ საავიაციო უშიშრების პირობებს, მაშინ ამ მხარეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციები. ამგვარი კონსულტაციები უნდა დაიწყოს ნებისმიერი მხრიდან ასეთი მოთხოვნის მიღებიდან თხუთმეტი (15) დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ კონსულტაციების დაწყებიდან თხუთმეტი (15) დღის გამავლობაში ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება, ეს შეიძლება გახდეს ერთი მხარის მიერ მეორე მხარის დანიშნული ავიაგადამზიდველის ან ავიაგადამზიდველებისათვის საექსპლუატაციო უფლებამოსილების და ტექნიკური ნებართვების გაუქმების, შეჩერების, შეზღუდვის ან პირობების წაყენების საფუძველი. საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე, ან შემდგომში ამ მუხლის დებულებებთან შეუსაბამობის თავიდან აცილების მიზნით, ერთ-ერთ მხარეს ნაბისმიერ დროს შეუძლია განახორციელოს გადაუდებელი ღონისძიებებ