1. ვითვალისწინებთ რა იმ ფაქტს, რომ სამოქალაქო საჰაერო ხომალდების, მათი მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს საერთაშორისო საჰერო მიმოსვლის ექსპლუატაციის ფუნდამენტალურ პირობას, ხელშემკვრელი მხარეები ადასტურებენ, რომ მათ მიერ აღებული ურთიერთვალდებულება უზრუნველყონ სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვა უკანონო ხელყოფის აქტისაგან, კერძოდ კი, წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს მათი ვალდებულებები, რომლებიც გათვალისწინებულია კონვენციით; ქ. ტოკიოში 1963 წლის 14 სექტემბერს ხელმოწერილი ,,საჰაერო ხომალდის ბორტზე ჩადენილ დანაშაულებათა და ზოგიერთ სხვა მოქმედებათა შესახებ” კონვენციით; 1970 წლის 16 დეკემბერს ქ. ჰააგაში ხელმოწერილი ,,საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კონვენციით; 1971 წლის 23 სექტემბერს ქ. მონრეალში ხელმოწერილი ,,სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ” კონვენციით; 1988 წლის 23 თებერვალს ქ. მონრეალში მიღებული ოქმით ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ’’, რომელიც წარმოადგენს 1971 წლის 23 სექტემბრის კონვენციის დამატებას, 1988 წლის 24 თებერვლის ოქმი „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტები ძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის თაობაზე, რომელიც ემატება 1971 წლის 23 სექტემბრის მონრეალში მიღებულ კონვენციას „სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტების შესახებ“, 1991 წლის 1 მარტს ქ. მონრეალში მიღებული კონვენცია „პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდების შესახებ მათი გამოვლენის მიზნით,“ ისევე როგორც სამოქალაქო ავიაციის უშიშროებასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი შეთანხმებით, რომელზედაც ორივე ხელშემკვრელი მხარე მიერთებულია.
2. ხელშემკვრელი მხარეები ყოველგვარ აუცილებელ დახმარებას აღმოუჩენენ ერთმანეთს, რათა თავიდან აიცილონ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება და ამ საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრების და ეკიპაჟის, აეროპორტებისა და საჰაერო ნავიგაციის საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა ამგვარი უკანონო ქმედებები და მათი განხორციელების ნებისმიერი სხვა მუქარა, რომელიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას.
3. ხელშემკვრელი მხარეები, ორმხრივი ურთიერთობებისას, იმოქმედებენ საავიაციო უშიშროების სტანდარტების შესაბამისად და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი და კონვენციის დანართად წოდებული რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამისად, იმდენად, რამდენადაც ხელშემკვრელი მხარეებისთვის აღნიშნული მისაღებია. ხელშემკვრელი მხარეები მოსთხოვენ მათი რეგისტრაციის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებს, საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტებს, რომელთა საქმიანობის ძირითადი ადგილი ან მუდმივი ადგილსამყოფელი არის მათ ტერიტორიაზე, მათ ტერეიტორიაზე არსებული აეროპორტების ექსპლუატანტებს, რომ მათ იმოქმედონ საავიაციო უშიშროების აღნიშნულ დებულებათა შესაბამისად. ამ პუნქტში საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებულ სტანდარტზე მითითება ითვალისწინებს ნებისმიერ განსხვავებას, რომელიც აღნიშნულია დაინტერესებული ხელშემკვრელი მხარის მიერ. თითოეული ხელშემკვრელი მხარე წინასწარ აცნობებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს, რომ ის გეგმავს აღნიშნოს ასეთი განსხვავება.
4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს თავის ტერიტორიაზე ეფექტური ღონისძიების გატარებას, რათა დაიცვას საჰაერო ხომალდი, შეამოწმოს მგზავრები და ხელბარგი, ჩაატაროს ეკიპაჟის, ტვირთის (მათ შორის, საბარგულში მოთავსებული ბარგის) და საჰაერო ხომალდის მარაგის შესაბამისი შემოწმება ჩასხდომა-ჩატვირთვამდე და ჩასხდომა-ჩატვირთვისას. ასეთი ზომები მიიღება მუქარის გაზრდის თავიდან ასაცილებლად. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა, რომ მის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს შეიძლება ჩაუტარდეს წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული საავიაციო უშიშროების დებულებების შესრულების შემოწმება, რომლებიც აუცილებელია ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესასვლელად, სახელმწიფო ტერიტორიის დასატოვებლად ან ტერიტორიაზე ყოფნისათვის. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დადებითად შეხვდება მეორე ხელშემკვრელი მხარის თხოვნას უშიშროების გონივრულ, სპეციალურ ღონისძიებათა გატარების თაობაზე კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით.
5. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების ან მისი უკანონოდ ხელში ჩაგდების მუქარის არსებობისას, ან ასეთი საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტების ან საჰაერო ნავიგაციის საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო ქმედებების დროს, ხელშემკვრელი მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კომუნიკაციების უზრუნველყოფის მეშვეობით და სხვა შესაბამისი ღონისძიებების მიღებით, რომლებიც მიმართული იქნება ამ ინციდენტის ან მუქარის სწრაფად და უსაფრთხოდ აღკვეთისაკენ.
6. თუ ერთი ხელშემკვრელი მხარე არ ასრულებს ამ მუხლის საავიაციო უშიშროების დებულებებს, მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია მოითხოვოს დაუყოვნებლივი კონსულტაციები ამ ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებასთან. ასეთი მოთხოვნის მომენტიდან ოცდაათი დღის განმავლობაში დამაკმაყოფილებელი შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, აღნიშნული მოთხოვნა გახდება ამ ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ ფრენების შესრულების ნებართვაზე უარის, გაუქმების ან შეზღუდვის საფუძველი. უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეულ შემთხვევებში ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია გაატაროს დროებითი ღონისძიებები ოცდაათდღიანი ვადის გასვლამდ