1. საერთაშორისო საჰაერო ნავიგაციაში დაკავებული საჰაერო ხომალდის ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის, ამ ტერიტორიაზე ყოფნის და ამ ტერიტორიიდან გასვლის, ან ასეთი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის მარეგულირებელი ერთი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა და პროცედურები გამოიყენება მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოების მიმართ პირველი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლისას, ამ ტერიტორიის ფარგლებში ყოფნის დროს და ამ ტერიტორიიდან გაგზავნისას.
2. ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს მის ტერიტორიაზე დაშვებას, საბაჟო გაფორმებას, აგრეთვე სატრანზიტო, საიმიგრაციო, საპასპორტო, საბაჟო და სანიტარიული წესები, გამოიყენება მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოების და მათი ეკიპაჟების, მგზავრების, ტვირთის და ფოსტის მიმართ პირველი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე სატრანზიტო რეისების განხორციელებისას, ამ ტერიტორიაზე ჩაფრენისას, მასზე ყოფნისას ან ამ ტერიტორიიდან გამოფრენისას.
3. ვერცერთი ხელშემკვრელი მხარე ვერ მიანიჭებს უპირატესობას საკუთარ ან სხვა ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან მიმართებაში წინამდებარე მუხლში აღნიშნული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გამოყენებისა