1.  თითოეული ხელშემკვრელი მხარე, მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით, მეორე ხელშემკვრელ მხარეს ანიჭებს შემდეგ უფლებას:

ა)   განახორციელოს გადაფრენა მეორე ხელშემკვრელი მხარის  ტერიტორიაზე დაჯდომის გარეშე;

ბ)   განახორციელოს აღნიშნულ  ტერიტორიაზე დაჯდომა არაკომერციული მიზნით;

გ) დანართით განსაზღვრული მარშრუტების ექსპლუატაციისას განახორციელოს დაჯდომა აღნიშნულ  ტერიტორიაზე, მგზავრების, ბარგის, ტვირთისა და ფოსტის, ერთობლივად ან/და განცალკევებით ბორტზე აყვანა/ჩატვირთვის ან ბორტიდან გადმოყვანა/გადმოტვირთვის მიზნით.

2.  წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტი არც ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს არ ანიჭებს უფლებას მეორე ხელშემკვრელი მხარის  ტერიტორიაზე ქირით ან გასამრჯელოს საფასურად ბორტზე აიყვანოს მგზავრები, აიტანოს ტვირთი ან ფოსტა მეორე ხელშემკვრელი მხარის  ტერიტორიაზე მდებარე სხვა პუნქტში გადაყვანა-გადაზიდვის მიზნი