1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უფლებას ანიჭებს თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები ბაზარზე არსებული კომერციული მოსაზრებიდან გამომდინარე.
2. საავიაციო ხელისუფლებებს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვონ დანიშნული ავიასაწარმოების მიერ ტარიფების წარდგენა მის ტერიტორიაზე ან მისი ტერიტორიიდან რეისების შესრულებისას, წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ჩარევის აუცილებლობის არ არსებობის განსაზღვრის მიზნით. ასეთი წარდგენა შეიძლება მოეთხოვოს დანიშნულ ავიასაწარმოებს მათი შემოღების სავარაუდო თარიღამდე არანაკლებ 30 დღით ადრე. გამონაკლის შემთხვევებში ნებადართულია მათი წარდგენის მოთხოვნა დადგენილზე უფრო მცირე ვადაში.
3. ვერცერთი ხელშემკვრელი მხარე ვერ განახორციელებს ცალმხრივ ქმედებებს, რომლებიც ხელს შეუშლის თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ გადასახდელი ან გადასახდელად დაგეგმილი ტარიფების შემოღებას ან მოქმედების გაგრძელებას, საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისას, წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.
4. ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლია ნებისმიერ დროს განახორციელოს ჩარევა და მიმართული იქნება შემდეგზე:
ა) არ დაუშვას ტარიფების დაწესება, რომლებიც ქმნის ანტიკონკურენტულ ურთიერთობებს და იწვევს ან შეიძება გამოიწვიოს მოტყუება ან მარშრუტიდან კონკურენტის ჩამოშორება;
ბ) მომხმარებლის დაცვა არაგონივრულად მაღალი ან არაგონივრულად შეზღუდული ტარიფებისაგან, რომლებიც გამოწვეულია მისი დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებით;
გ) დანიშნული ავიასაწარმოების დაცვა იმ ტარიფებისაგან, რომლებიც ხელოვნურადაა დაწეული.
5. თუ ხელშემკვრელ მხარეს მიაჩნია, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ შეთავაზებული ტარიფი საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვებისთვის, შეიძლება იწვევდეს წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ჩარევას, ის მოითხოვს კონსულტაციებს და დაუყოვნებლივ შეატყობინებს მეორე ხელშეკვრელ მხარეს თავისი უთანხმოების მიზეზებს. ასეთი სახის კონსულტაციები უნდა გაიმართოს შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღეში, ხოლო ხელშემკვრელი მხარეები დაიცავენ იმ ინფორმაციის კონფიდენციალობას, რომელიც აუცილებელია ამ საკითხის მოსაგვარებლად. თუ ხელშემკვრელ მხარეებს შორის მიღწეულ იქნება შეთანხმება იმ ტარიფთან დაკავშირებით, რომელზეც გაგზავნილია შეტყობინება უთანხმოების შესახებ, ორივე ხელშემკვრელი მხარე მიმართავს ყველა ზომას ამ ტარიფის ასამოქმედებლად. თუ შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, ძალაში რჩება ადრე მოქმედი ტარიფ