1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს უფლება აქვს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე შეიყვანოს და ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენლები, აგრეთვე ადმინისტრაციული, საექსპლუატაციო და ტექნიკური პერსონალი, რომელიც საჭიროა შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად.
2. ასეთი პერსონალის დაქირავების აუცილებლობა ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს (ავიასაწარმოების) გადაწყვეტილებით შეიძლება იყოს დაკმაყოფილებული მისი საკუთარი პერსონალით ან ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის, კომპანიის ან ავიასაწარმოს მომსახურების მეშვეობით, რომლებიც მოქმედებს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე და უფლება აქვს შეასრულოს ასეთი მომსახურება მოცემული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე.
3. წარმომადგენლები და დამხმარე პერსონალი ექვემდებარება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქმედ კანონმდებლობას. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და მინიმალური შეფერხებით გასცეს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ წარმომადგენლებზე და დამხმარე პერსონალზე აუცილებელი სამუშაო ნებართვა, ქვეყანაში შესვლის ვიზა ან სხვა მსგავსი დოკუმენტებ