1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ორმხრივ საფუძველზე, ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს, აძლევს თავისუფალი კონკურენციის შესაძლებლობას სახელშეკრულებო ხაზების ექსპლუატაციას წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული მარშრუტით შესაბამის სახელმწიფო ტერიტორიებს შორის.
2. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ, თავისი სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში, უნდა გაატაროს სათანადო ზომები ყველა სახის დისკრიმინაციული და არაკონკურენტუნარიანი მეთოდების არდაშვების მიზნით წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული უფლებების განსახორციელებლად.
3. ნებისმიერი მომსახურების განხორციელებისას (სამგზავრო, სატვირთო ან კომბინირებულად) ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ტიპზე/ტიპებზე არ უნდა არსებობდეს შეზღუდვები.
4. შეთანხმებულ ხაზებზე სიხშირეები განსაზღვრული იქნება ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
5. ხელშემკვრელი მხარეები იხელმძღვანელებენ კონვენციის მე-15 მუხლის დებულებები