1. ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნულ ავიასაწარმოებს შესაბამის ტერიტორიებს შორის დადგენილი მარშრუტებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხაზების ექსპლუატაციის სამართლიანპი და თანასწორი პირობები მიეცემათ.
2. ხელშეკურელბით გათვალისწინებული ხაზების ექსპლუატაციისას ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულმა ავიასაწარმომ მხედველობაში უნდა მიიღოს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს ინტერესები, რათა ზიანი არ მიაყენოს ამ მეორე მხარის გადაზიდვებს, რომელიც ექსპლუატაციას უწევს ავიახაზს ამ მარშრუტით ან მის ნაწილს.
3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხაზები, რომლებსაც ხელშემკვრელ მხარეთა დანიშული ავიასაწარმოები უწევენ მომსახურებას, უნდა შეესაბამებოდეს დადგენილი მარშრუტებით გადაზიდვაში საზოგადოებრივ მოთხოვნილებებს და ყოველი ავიასაწარმო უპირველეს ამოცანად უნდა ისახავდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხაზების მიმართ ისეთი ტევადობის მიცემას, რომელიც დატვირთვის გონივრული კოეფიციენტის პირობებში შეესაბამება მათ შესაბამის ტერიტორიებს შორის მგზავრთა გადაყვანაზე, ტვირთისა და ფოსტის გადაზიდვაზე არსებულ და გონივრულად სავარაუდო მოთხოვნილებებს. იმ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე დადგენილი მარშრუტების პუნქტებში აყვანილი ან დატოვებული მგზავრების, ტვირთისა და ფოსტის გადაზიდვის განხორციელება, რომლებიც არ არიან ავიასაწარმოს(ების) დამნიშვნელები, უნდა შეესაბამებოდეს საერთო პრინციპებს, რომელთა თანახმადაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხაზების მიმართ ტევადობას განსაზღვრავს:
ა) ავიასაწარმოს(ების) დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ან გადაზიდვაზე მოთხოვნილებანი;
ბ) იმ რაიონში გადაზიდვაზე მოთხოვნილებანი, რომელზეც გადის ავიახაზი, იმ ადგილებსა და რეგიონალურ ხაზებზე გადაზიდვის გათვალისწინებით, რომლებსაც რეგიონის სახელმწიფოთა ავიასაწარმოები ემსახურებიან;
გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხაზების მთლიანი და ეკონომიური ექსპლუატაციის მოთხოვნილებანი.
4. დადგენილ მარშრუტებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხაზების მიმართ ტევადობანი თანაბრად უნდა გაიყოს ყოველი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის, თუ სხვაგვარად არ შეთანხმდნენ ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფალნი