1. ყოველი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ საწარმოს(ებს) უფლება აქვს ნაცვალგების საფუძველზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განახორციელოს ავიაგადაზიდვის გაყიდვა, ან უშუალოდ, ან გაყიდვის დანიშნულ აგენტთა მეშვეობით, ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და წესების შესაბამისად.
2. ყოველი ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს(ებს) აძლევს შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციით ამ ავიასაწარმოს(ების) მიერ მიღებული გასავალზე შემოსავლის ნამეტი თანხების თავისუფალი გადარიცხვის უფლებას.
3. ასეთი გადარიცხვა უპნდა ხორციელდებოდეს თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით მხარეთა შორის მიღებული სავალუტო გაცვლის წესებით. ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს შორის მხარეთა ფინანსური ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური შეთანხმების დადების შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების დებულებები.
4. ერთი ხელეშმკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავიახაზების ექსპლუატაციით მიღებული შემოსავალი ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ გათავისუფლდება ბეგარისაგან, რომელიც უნდა გამოყენებულიყო ან შეიძლება გამოყენებულიყო ამ ხელშემკვრელი მხარის წესების შესაბამისად