1. საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე, თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების შესაბამისად ხელშემკვრელი მხარეები ადასტურებენ, რომ ერთმანეთის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, უკანონო ჩარევის აქტებისაგან დაიცვან სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოება, წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს შეადგენს. საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე, თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების ზოგადი გამოყენების შეუზღუდავად ხელშემკვრელი მხარეები მოქმედებენ იმ დებულებათა შესაბამისად, რომლებსაც შეიცავს საჰაერო ხომალდების უკანონო ხელში ჩაგდების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ 1970 წლის 16 დეკემბერს ჰააგაში ხელმოწერილი კონვენცია, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ 1971 წლის 23 სექტემბერს მონრეალში ხელმოწერილი კონვენცია, საერთაშორისო აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის შესახებ 1988 წლის 24 თებერვალს მონრეალში ხელმოწერილი ოქმი, აგრეთვე ამ სფეროში ყველა იმ სხვა საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისად, რომელთა რატიფიკაციაც მათ შეიძლება მომავალში მოახდინონ.
2. ხელშემკვრელი ლმხარეები თხოვნის შესაბამისად ყველანაირ საჭირო დახმარებას უწევენ ერთმანეთს საჰაერო ხომალდების უკანონო ხელში ჩაგდების და საჰაერო ხომალდების, მათი მგზავრები, ეკიპაჟების, აეროპორტებისა და აეროსანავიგაციო საშუალებების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო აქტების, აგრეთვე სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებისადმი ნებისმიერი სხვა საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
3. ხელშემკვრელი მხარეები მოქმედებენ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის დანართებით გათვალისწინებული საავიაციო უსაფრთხოების დებულებებისა და ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად, იმ დონეზე, რა დონეზეც ასეთ დებულებებსა და მოთხოვნებს იყენებენ ხელშემკვრელი მხარეებისადმი; ისინი მოითხოვენ, რომ მათი რეგისტრაციის საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტები, იმ საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტები, რომელთა საქმიანობის ძირითადი ადგილი ან მუდმივი ადგილსამყოფელი მათ ტერიტორიაზეა, და მათ ტერიტორიაზე საერთაშორისო აეროპორტების ექსპლუატანტები მოქმედებდნენ საავიაციო უსაფრთხოების ასეთივე დებულებებითა და მოთხოვნებით.
4. ყოველი ხელშემკთვრელი მხარე ეთანხმება იმას, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარეს შეუძლია საჰაერო ხომალდების ასეთ ექსპლუატანტებს მოსთხოვოს მოცემული მუხლის 3 პუნქტში ნახსენები საავიაციო უსაფრთხოების იმ დებულებებისა და მოთხოვნების შესრულება, რომლებსაც ეს მეორე ხელშემკვრელი მხარე ითვალისწინებს მის ტერიტორიაზე შესვლისათვის, იქიდან გამოსვლისათვის და მისი ტერიტორიის ფარგლებში ყოფნისათვის. ყოველი ხელშემკვრელი მხარე თავისი ტერიტორიის ფარგლებში უზრუნველყოფს ჩასხდომა–ჩატვირთვამდე ან მის დროს საჰაერო ხომალდების დაცვის და მგზავრების, ეკიპაჟის, ხელის ბარგის, ბარგის, ტვირთისა და საბორტო მარაგის შემოწმების სათანადო ზომების გამოყენებას. ყოველი ხელშემკვრელი მხარე აგრეთვე კეთილგანწყობით განიხილავს მეორე ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერ თხოვნას კონკრეტულ საფრთხესთან დაკავშირებით უსაფრთხოების სპეციალურ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე.
5. როცა ხდება ინციდენტი ან იქმნება ინციდენტის საფრთხე, რომელიც უკავშირდება სამოქალაქო საჰაერო ხომალდების უკანონო ხელში ჩაგდებას ან საჰაერო ხომალდების, მათი მგზავრების, ეკიპაჟების, აეროპორტების ან აეროსანავიგაციო საშუალებების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ სხვა უკანონო აქტებს, ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს დახმარებას უწევენ კავშირის გაადვილების და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების გზით ასეთი ინციდენტის ან მისი საშიშროების სწრაფი და უსაფრთხო აღკვეთის მიზნით
მუხლი 10. საჰაერო ტრანსპორტის უსაფრთხოება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. ფრენის უფლებათა ანულირება ან შეჩერება
- მუხლი 5. ბაჟისა და სხვა გადასახადებისაგან გათავისუფლება
- მუხლი 6. ტარიფები
- მუხლი 7. წარმომადგენლობა
- მუხლი 8. კანონებისა და წესების გამოყენება
- მუხლი 9. სერტიფიკატებისა და მოწმობების აღიარება
- მუხლი 11. კომერციული საქმიანობა და შემოსავლის გადარიცხვა
- მუხლი 12. შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის პრინციპები
- მუხლი 13. განრიგის დამტკიცება
- მუხლი 14. სააეროპორტო და სხვა მოსაკრებლები
- მუხლი 15. ინფორმაციითა და სტატისტიკით უზრუნველყოფა
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 10. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1215714/muxli-10/