1. ყოველ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია დაადგინოს ან ნება დართოს დაადგინონ სხვა საავიაციო საშუალებათა მიერ აეროპორტებით სარგებლობისათვის სამართლიანი და გონივრული მოსაკრებლები იმ პირობით, რომ ეს მოსაკრებლები არ აღემატება მსგავსი საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განმხორციელებელი სხვა ავიასაწარმოთა გადასახდელ მოსაკრებლებს.
2. ყოველი ხელშემკვრელი მხარე ხელს შეუწყობს კონსულტაციების გამართვას მოსაკრებლების ამკრებ თავის კომპეტენტურ ორგანოებს და მომსახურებითა და საშუალებებით მოსარგებლე დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის და სადაც პრაქტიკულად შესაძლებელია, ავიასაწარმოთა წარმომადგენელ ორგანიზაციათა მეშვეობით. წინასწარი შეტყობინება მოსარგებლეებს უნდა გაეგზავნოთ მოსაკრებლების გამოყენებაში ცვლილებების შესახებ ნებისმიერი წინადადების თაობაზე, რათა მათ თავიანთი აზრი გამოთქვან მანამ, სანამ ეს ცვლილებები განხორციელდება.
3. არცერთი ხელშემკვრელი მხარე არ მიანიჭებს უპირატესობას თავის საკუთარ ან ნებისმიერ სხვა ავიასაწარმოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოებთან მიმართებაში, რომლებიც ახორციელებენ ამგვარ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას, საბაჟო, საირიგაციო, საკარანტინო და მსგავსი წესების გამოყენებაში ან აეროპორტების, ავიამარშრუტების, ავიაგადაზიდვების მომსახურების საშუალებებისა და მის კონტროლს დაქვემდებარებულ ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებაში