1. ყოველ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს დიპლომატიური არხებით მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეატყობინოს თავისი განზრახვა, რომ წყვეტს წინამდებარე შეთანხმებას. იმავდროულად ასეთივე შინაარსის შეტყობინება დაუყოვნებლივ ეგზავნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას. ამ შემთხვევაში შეთანხმების მოქმედება წყდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების თარიღიდან 12 (თორმეტი) თვის შემდეგ, თუ შეთანხმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინებას ხელშემკვრელ მხარეთა ორმხრივი თლანხმობით ამ პერიოდის გასვლამდე უკან არ გაითხოვენ.
2. თუ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ არ დაადასტურა შეტყობინების მიღება, მიჩნეული იქნება, რომ მან იგი მიიღო 14(თოთმეტი) დღის შემდეგ იმ დღიდან, როცა შეტყობინება მიიღო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ
მუხლი 20. მოქმედების შეწყვეტა
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 20. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1215714/muxli-20/