1. ხელშემკვრელ მხარეთა შორის წინამდებარე შეთანხმების გაგებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით დავის წარმოქმნის შემთხვევაში, ხელშემკვრელი მხარეები პირველ რიგში ეცდებიან გადაწყვიტონ იგი ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფალთა შორის პირდაპირი მოლაპარაკების გზით.
2. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ხელისუფალნი ვერ შეთანხმდებიან, დავა დიპლომატიური არხებით გადაწყდება.
3. იმ შემთხვევაში, თუ მოწესრიგებას ზემოთ ნახსენები გზებით ვერ მიაღწევენ, დავა, ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით განსახილველად გადაეცემა სასამართლოს (აქაც და შემდგომშიც „საარბიტრაჟო სასამართლო“), შემდგარს სამი არბიტრისაგან, რომელთაგან ორს ნიშნავს თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ხოლო მესამეს, ორი დანიშნული არბიტრი.
4. ყოველი ხელშემკვრელი მხარე ნიშნავს არბიტრს 60 (სამოცი) დღის განმავლობაში მი თარიღიდან, როცა ერთი ხელშემკვრელი მხარე მეორისაგან დიპლომატიური არხებით მიიღებს მოთხოვნას დავის საარბიტრაჟო სასამართლოში განხილვის თაობაზე, და მესამე არბიტრი ინიშნება შემდგომი 60(სამოცი) დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე აღნიშნულ ვადაში ვერ დანიშნავს არბიტრს, ნებისმიერ ხელშემკვრელი მხარეს შეუძლია მიმართოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტს არბიტრის ან არბიტრების დანიშვნის თხოვნით, გარემოებათა შესაბამისად.
5. 4 პუნქტის დებულებათა შესაბამისად დანიშნული მესამე არბიტრი მესამე ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს და საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდეს.
6. საარბიტრაჟო სასამართლო თავად განსაზღვრავს თავის პროცედურას.
7. საარბიტრაჟო სასამართლოს ხარჯები, მათ შორის არბიტრებზე გაწეული ხარჯები ხელშემკვრელი მხარეთა შორისა თანაბრად ნაწილდება.
8. ხელშემკვრელმა მხარეებმა სასამართლოს შუალედური ან საბოლოო გადაწყვეტილებით უნდა იმოქმედონ.
9. მანამ, სანამ ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე არ შეასრულებს მოცემული მუხლის დებულებების შესაბამისად მიღებულ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეზღუდოს, შეაჩეროს ან გააუქმოს უფლებები ან პრივილეგიები, რომლებიც მან წინამდებარე შეთანხმებით მისცა მხარეს, რომელმაც არ შეასრულა ვალდებულებანი