1. მხარეების უფლებამოსილი ორგანოები მხარეებს შორის ამ ხელშეკრულების განმარტების და გამოყენების თაობაზე წარმოშობილ უთანხმოებებს მოლაპარაკების გზით აგვარებენ.

2. 6 თვის განმავლობაში უთანხმოების მოუგვარებლობის შემთხვევაში მხარეებიდან ერთ-ერთის მოთხოვნით, საკითხს, არბიტრს გადასცემენ.

2.1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე შეთანხმებულ საბჭოში საკითხის გადაცემიდან ერთი თვის განმავლობაში დანიშნავს არბიტრს. ამ გზით დანიშნული ორი არბიტრი, შეტყობინებიდან ორი თვის განმავლობაში მესამე ქვეყნის წარმომადგენელს დანიშნავს მესამე არბიტრად.

2.2. თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე არბიტრს არ დანიშნავს, მეორე ხელშემკვრელი მხარე ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართავს და სთხოვს არბიტრი დანიშნოს. მესამე არბიტრის შერჩევაში თუ ვერ შეთანხმდებიან, მიმართავენ ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს.

2.3. თუ ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს თავმჯდომარე გახდება ერთ-ერთი მხარის წარმომადგენელი, ამ მუხლით მინიჭებული უფლებები სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ან მესამე ქვეყნის მაღალი რანგის მოსამართლეს გადაეცემა.

3. არბიტრაჟი ხმების უმრავლესობით მიიღებს გადაწყვეტილებებს. არბიტრაჟის გადაწყვეტილება ორივე ქვეყნისათვის სავალდებულოა. თითოეული მხარე ანაზღაურებს თავისი წარმომადგენლების ხარჯებს. სხვა მათ მიერ თანაბრად გაიყოფა. არბიტრაჟი თავად განსაზღვრავს საკუთარ პროცედურას.

თავი VI

გარდამავალი და დასკვნითი დებულებე