1. ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღამდე დამთავრებული ყველანაირი სადაზღვევო პერიოდი ხელშეკრულების მიხედვით დახმარების მოპოვებისათვის იქნება გათვალისწინებული.

2. ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღამდე წინა პერიოდისათვის დახმარების გადახდის უფლება არ წარმოიშობა.

3. ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე წარმოშობილ მოხუცებულობის, ინვალიდობის ან მარჩენალის დაკარგვის გამო დახმარების მიღების უფლებაზე გამოიყენება ამ მუხლის მეორე პუნქტი. მაგრამ, ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან დახმარების მიღების შესახებ წერილობითი მიმართვის შემთხვევაში დახარება ინიშნება და სხვაობაც გაიცემა. ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ორი წლის გასვლის შემდეგ დახმარება დაინიშნება მიმართვის დღიდა