1. მხარეებიდან ერთ-ერთის კანონმდებლობის მიხედვით ერთი მხარის უფლებამოსილ ინსტანციაში ან ორგანოში კანონით დადგენილ ვადაში დახმარების გადახდის ან დახმარების უფლების დანიშვნაზე შეტანილი მოთხოვნა, ინფორმაცია ან პრეტენზია მეორე მხარის უფლებამოსილ ინსტანციაში ან ორგანოში შეტანილად ჩაითვლება. იგივე წესი სხვა საკითხებთან დაკავშირებით შეტანილ განცხადებებში და პრეტენზიებშიც გამოიყენება.
2. ერთი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად დახმარების დანიშვნაზე მოთხოვნა მეორე მხარის კანონმდებლობის შესაბამისად დაკავშირებულ მოთხოვნად ჩაითვლება.
3. პირველი და მეორე პუნქტების გამოყენებით წარდგენილი მოთხოვნა, ინფორმაცია ან პრეტენზია ერთი მხარის უფლებამოსილ ინსტანციას ან ორგანოს მიერ დაუყოვნებლივ გადაეცემა მეორე მხარის უფლებამოსილ ინსტანციას ან ორგანო