1. ეს ხელშეკრულება მოქმედებს 5 წლის ვადით და ძალაში შედის აუცილებელი იურიდიული პროცედურების შესრულების საფუძველზე მხარეების წერილობითი შეტყობინების შემდეგ. თუ მხარეებიდან ერთ-ერთი, ამ მოქმედების ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე, წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავის განზრახვას ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე, იგი ავტომატურად გაგრძელდება ყოველი ერთწლიანი პერიოდით.

2. ამ ხელშეკრულების მე-3 მუხლში აღნიშნული პირების მიერ მოპოვებული უფლებები ძალას არ კარგავს ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ. ხელშეკრულების შეწყვეტამდე დაწყებული გადაუჭრელი საკითხის განხილვისათვის შეხვედრები გაგრძელდება და უთანხმოების შემთხვევაში იგი გადაწყდება 29-ე მუხლის შესაბამისად.

შესრულებულია 1998 წლის 11 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკაში ქ. იზმირში. ორივე ტექსტი შედგენილია ქართულ და თურქულ ენებზე ორ პირად და ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.

(ხელმოწერილია)

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით

ვიქტორ იაშვილი

სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრის მოადგილე

(ხელმოწერილია)

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

აჰმედ შადარი

სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილე

საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სოციალური დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების განხორციელებასთან დაკავშირებით

სახელმძღვანელო ხელშეკრულება

საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და თურქეთს მთავრობას შორის სოციალური დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების 23-ე მუხლის შესაბამისად ორივე მხარის პასუხისმგებელი ორგანოები შეთანხმდნენ შემდეგზე:

ნაწილი I

ძირითადი დებულებე