1. ხელშეკრულების განხორციელების საკონტაქტო ორგანო

ა) საქართველოს მხრიდან:

ძირითადი ხელშეკრულების მე-2 მუხლში აღნიშნული საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, კერძოდ, სამსახურეობრივი ტრამვის, პროფესიული დაავადების, ინვალიდობის, მოხუცებულობის და გარდაცვალების დროს სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილი საკონტაქტო ორგანო:

ა.1. საქართველო სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი-თბილისი, რომელიც განიხილავს მოსახლეობის მოხუცებულობით, ინვალიდობით და გარდაცვალების გამო პენსიების დანიშვნა-გაცემის საკითხებს;

ა.2. საქართველოს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი-თბილისი, რომელიც განიხილავს უმუშევართა დახმარების დანიშნა-გაცემის საკითხებს;

ა.3. საქართველოს შრომის დაცვის სახელმწიფო ინსპექცია-თბილისი. რომელიც განიხილავს სამსახურეობრივი ტრამვით და პროფესიულ დაავადებულთა ზიანის ანაზღაურების საკითხებს;

ა.4. საქართველოს ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტი-თბილისი, რომელიც განიხილავს პროტეზებისა და ინვალიდთა რეაბილიტაციის საკითხებს;

ა.5. საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო-თბილისი, რომელიც განიხილავს ოჯახური დახმარების დანიშვნა-გაცემის საკითხებს;

ბ) თურქეთის მხრიდან:

ძირითადი ხელშეკრულების მე-2 მუხლში აღნიშნული საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, კერძოდ, სამსახურეობრივი ტრამვის, პროფესიული დაავადების, ინვალიდობის, მოხუცებულობის და გარდაცვალების დროს სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების საკონტაქტო ორგანოებისა:

ბ.1. სოციალური დაზღვევის საზოგადოების მთავარი სამმართველო-ანკარა, რომელიც განიხილავს მუშების (აგრეთვე სოფლის მეურნეობის დარგში მოღვაწე მუშათა) საკითხებსა და სოციალური დაზღვევი №506-ე კანონის XX მუხლთან დაკავშირებულ „საპენსიო ფონდის“ საკითხებს;

ბ.2. თურქეთის რესპუბლიკის „პენსიონერთა ფონდის“ მთავარი სამმართველო-ანკარა: განიხილავს სახელმწიფო მოხელეებისა და სხვა მომსახურე პერსონალის საკითხებს;

ბ.3. „ბაღ-ქურ“-ის მთავარი სამმართველო-ანკარა: განიხილავს ხელოსნებთან, ხელოვნებთან, სოფლის მეურნეობის დარგში დამოუკიდებლად მოღვაწეებთან, აგრეთვე სხვა დამოუკიდებლად დასაქმებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებს;

2. საკონტაქტო ორგანოები ვალდებულნი არიან პრაქტიკულად განახორციელონ ამ ხელშეკრულებით დადგენილი საკითხები. ხელშეკრულები მოქმედებაში მოყვანის დროს მათ მჭიდრო ურთიერთკავშირი ექნებათ და კონტაქტს დაამყარებენ პასუხისმგებელ ორგანოებთან.

3. საკონტაქტო ორგანოები ხელშეკრულების განხორციელებისათვის შეიმუშავებენ საჭირო ფორმის ანკეტა