ძირითადი ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული არჩევანის უფლება დაზღვეულ პირს მუშაობის დაწყებიდან სამი თვის მანძილზე შეუძლია გამოიყენოს. იმ პირებს, რომლებსაც უკვე დაწყებული აქვს მუშაობა, ზემოაღნიშნული უფლებით სარგებლობა შეუძლიათ ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან.

დაზღვეულმა პირმა, თავისი არჩევანი განმარტებითი სახით შესაბამის ინსტანციებში 3 ეგზემპლარად უნდა წარადგინოს. ერთ ეგზემპლარი ეძლევა დამსაქმებელ ორგანიზაციას, რომელშიც პირი მუშაობს. ეს უკანასკნელი ერთ ეგზემპლარს დასამოწმებლად წარმომადგენელი ქვეყნის პასუხისმგებელ ორგანიზაციას უგზავნის.

დაზღვეული პირის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა იურიდიულ ძალას იძენს წარდგენიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

ძირითადი შეთანხმების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით თუ დაზღვეული პირი არ გამოიყენებს არჩევანის უფლებას, მასზე იმ მხარის კანონმდებლობა ვრცელდება, რომელშიც იგი მუშაობდ