1. პასუხისმგებელი ორგანიზაციის მიერ ნებადართულია ისეთი დახმარების გაცემა, რომლის ღირებულება 200 ამერიკულ დოლარს არ აღემატება. ეს წესი ეხება პროტეზებსა და მასთან დაკავშირებულ სამედიცინო დახმარებებს.
აღნიშნულ შემთხვევაში დახმარებების გამცემი პასუხისმგებელი ორგანიზაცია, მხარეების მიერ ერთობლივად შემუშავებულ ანკეტას (ფორმას) უგზავნის პირის დამზღვევ პასუხისმგებელ ორგანიზაციას, ეს უკანასკნელი ავსებს ანკეტას და ორგანიზაციას დახმარებისათვის თანხმობას აძლევს.
იმ შემთხვევაში, როცა საპროტეზო და მასთან დაკავშირებული სამედიცინო დახმარების ჩატარება ხდება ნებართვის გარეშე დამხმარე ქვეყნის პასუხისმგებელი ორგანო, მეორე მხარის პასუხისმგებელი ორგანოს უგზავნის ანგარიშს სამედიცინო დახმარებაზე გაწეული ხარჯების შესახებ.
2. როდესაც თანხა 1 პუნქტში მითითებულ ოდენობას აჭარბებს. დახმარებების გაცემა პასუხისმგებელი ორგანიზაციის მიერ უნდა იყოს ნებადართული. წინააღმდეგ შემთხვევაში გაცემული დახმარების ხარჯები დაფარული არ იქნება.
3. ფულადი დახმარება, პასუხისმგებელი ორგანიზაციის მიერ პირადად დაზღვეულ პირს გადაეცემა.
ნაწილი III
განსაკუთრებული დებულებები
დახმარებები ინვალიდობის, მოხუცებულობის და გარდაცვალების შემთხვევა