ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფალნი მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფალთ მათი მოთხოვნით გადასცემენ ისეთ პერიოდულ და სხვა სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც შეიძლებატგონივრულად მოითხოვონ პირველი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხაზებზე გადაზიდვის მოცულობის გადასინჯვის მიზნით. ამ მონაცემებში შესული იქნება მთელი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა შეთანხმებული ხაზებით გადაზიდვის მოცულობის, აგრეთვე მათი საწყისი და საბოლოო პუნქტების განსაზღვრისათვის