1. წინამდებარე შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხში მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფალთა შორის შეიძლება პერიოდულად მოეწყოს კონსულტაციები.
2. თუ ერთ ხელშემკვრელ მხარეს საჭიროდ მიაჩნია კონსულტაციები წინამდებარე შეთანხმების ან მისი დანართის გაგებასთან, გამოყენებასთან ან მათი პირობების შეცვლის შეთავაზებასთან დაკავშირებით, საავიაციო ხელისუფალთა შორის იმართება კონსულტაციები; რომლებიც უნდა დაიწყოს მათი გამართვის შესახებ მოთხოვნის მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) დღის განმავლობაში, თუ ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფალნი ამ პერიოდის გაგრძელების თაობაზე არ შეთანხმდებიან. შეთანხმებაში ცვლილებები ძალაში შევა მათი მიღების შესახებ დიპლომატიური არხებით ნოტების გაცვლის შემდეგ. დანართის შესწორებებს იღებენ ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფალთა შორის შეთანხმებით