1. ყოველი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულმა ავიასაწარმომ ფრენის დაწყებამდე არა უგვიანეს 30(ოცრდაათი) დღით ადრე ფრენის სავარაუდო განრიგი დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფალთ, ამასთან მიუთითოს ფრენის სიხშირე, საჰაერო ხომალდის ტიპი, კომპონირება და გასაყიდი ადგილების სავარაუდო რიცხვი.
2. იმ შემთხვევაში, თუ დანიშნული ავიასაწარმოები ვერ მიაღწევენ მორიგებას ფრენის განრიგის შეთანხმებაში, ეს საკითხი უშუალოდ ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფალთა შორის წყდება.
3. ფრენის განრიგი ვერ ამოქმედდება, თუ მას არ დაამტკიცებენ ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფალნი. დამტკიცებულ განრიგში ნებისმიერი შემდგომი ცვლილება დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფალთ